იგავ-არაკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:46, 17 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იგავ-არაკი – მცირე ფორმის თხრობითი ნაწარმოები, რომელიც სატირისა და იუმორის გამოყენებით ალეგორიულ ფორმებში განასახიერებს დიდაქტიკურ იდეას. მასში წარმოსახულია როგორც ადამიანები, ისე ცხოველები. ახასიათებს გაპიროვნების ხშირი გამოყენება, სახეებისა და აზრების ლაკონიური გადმოცემა, ნართაული თქმები. იგავ-არაკების ენას „ეზოპეს ენას“ უწოდებენ. მსოფლიო ლიტერატურაში ცნობილია იგავ-არაკების მრავალი კრებული, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: ეზოპეს იგავ-არაკები ინდური „პანჩატანტრა“, სპარსული „ქილილა და დამანა“, ლაფონტენის იგავ-არაკები, სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“, კრილოვის იგავ-არაკები და სხვ.
იგავ-არაკის ასახვითი თავისებურება იმაშიც მდგომარეობს, რომ აქ გამოგონება, ფანტაზია უშუალოდ ემსახურება იდეის განსახიერებას.