გრძელი ნაწნავი (საზღვაო კვანძი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:25, 22 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრძელი ნაწნავი

გრძელი ნაწნავი - გრძელი ნაწნავი შესასრულებლად მოკლეზე რთული არ არის, მაგრამ შრომატევადია და მეტ ყურადღებას მოითხოვს. მას უფრო გრძელი თავისუფალი ბოლოები სჭირდება.

გრძელი ნაწნავის გასაკეთებლად გვარლების ბოლოებზე ძარღვებს გაშლიან დაახლოებით 1,5 მეტრზე, დაადებენ მარკებს და მიადგამენ ერთმანეთზე ისევე, როგორც მოკლე ნაწნავის შემთხვევაში. ამის შემდეგ, ერთ-ერთი გვარლის რომელიმე ძარღვს თანდათანობით ამოახვევენ გვარლიდან და წარმოქმნილ ღარს დაუყოვნებლივ შეავსებენ მეორე გვარლის შემხვედრი ძარღვით. ყურადღება უნდა მიექცეს, რომ შემავსებელი ძარღვი არ დაიშალოს და თანაბრად და მჭიდროდ ავსებდეს ღრმულს. როდესაც ჩახვეული ძარღვისგან მხოლოდ მოკლე ბოლო დარჩება, მას შეკრავენ გადმოხვეულ ძარღვთან ნახევარკვანძით. შემდეგ, მეორე გვარლის ერთ-ერთ ძარღვს ამოახვევენ საპირისპირო მხრიდან, შეავსებენ წარმოქმნილ ღარს შესაბამისი ძარღვით და კვლავ შეკრავენ.

შუაში დარჩენილ ორ ძარღვს შეკრავენ ერთმანეთთან ადგილზევე. ძარღვებს კვანძებთან თითოჯერ გაუყრიან და შეაჭრიან. საბოლოოდ ნაწნავი კარგად უნდა მოიჭიმოს, დაიბეგვოს და თუ გვარლი სინთეზურია - ბოლოები მოიწვას.

ასეთი ნაწნავი გვარლს თითქმის არ ამსხვილებს, მისი საშუალებით შეიძლება, როგორც სინთეზური და მცენარეული, ისე ლითონის გვარლების ერთმანეთთან შეზრდა. ის უფრო ლამაზი და რაც მთავარია, უხმარი გვარლების შემთხვევაში, რომელთა ნაგრეხსაც არ დაუკარგავს ფორმა, საიმედო გამოდის. ძველ გვარლზე გრძელი ნაწნავის გაკეთება არ ღირს, რადგან შეიძლება არც დაიჭიმოს.


წყარო

საზღვაო კვანძები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები