კოდა (ლიტერატურა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:06, 22 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოდა − (იტალ. coda, სიტყვასიტყვით – კუდი), დანართი ტაეპი, ემატება ტაეპთა განსაზღვრული რაოდენობის მქონე ლექსს. მაგალითად, სონეტის მე-15 ტაეპი, წყობილის მე-7 ტაეპი და ა.შ.

კოდა ლექსის დასკვნით ტაეპს წარმოადგენს. შეწყობილის (იგივე წყობილის) სახელით ცნობილ ექვსტაეპიან ლექსს მამუკა ბარათაშვილი მე-7 ტაეპსაც ურთავს, რომელშიც სავალდებულოდ მიიჩნევს ავტორის სახელის ხსენებას.


წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები