ლაკონიურობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:14, 24 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლაკონიურობა − (ბერძ. Λακωνία) აზრის მოკლედ, სხარტად, შეკუმშულად გამოხატვა. ძველი ბერძნები ათენელი ორატორების მრავალსიტყვაობას უპირისპირებდნხენ ლაკონიის (სპარტის) ორატორთა შეკუმშულ, მკაცრად დახვეწილ სიტყვებს, რაც საფუძვლად დაედო ამ ტერმინის წარმოშობას.

ლაკონიურობა, ლაკონიზმი უმთავრესად ექსპრესიული მეტყველების თვისებაა, მაგრამ ფართოდ გამოიყენება რიტორიკაში, თეორიულ ნაშრომებსა და ხალხურ სიტყვიერებაშიც. ლიტერატურულ ნაწარმოებში იგი ხასიათის, სურათის წარმოსახვის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს.


წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები