მონოგრაფია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:11, 25 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მონოგრაფია − (ბერძნ. μόνος — ერთი, ერთიანი, ერთადერთი და γράφειν — ვწერ), შედარებით ვრცელი მეცნიერული ნაშრომი, ნარკვევი, რომელშიც ამომწურავადაა განხილული ერთი მწერლის ცხოვრება და შემოქმედება ან ერთი საკითხი, პრობლემა, ერთი ეპოქის ლიტერატურა. მაგ., ნაშრომი გ. ტაბიძის ან მ. ჯავახიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, ანდა დადებითი გმირის, ტიპიურობის და სხვა პრობლემათა შესახებ.