პოემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:26, 29 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოემა − (ბერძნ. ქმნილება), ეპიკური ჟანრი, ლექსად დაწერილი ეპიკური ნაწარმოები. ცნობილია მისი განვითარების ორი სახეობა: ანტიკური (იგივე –ეპოპეა) და ახალი.

ანტიკური პოემა წარმოადგენ დიდი ფორმის (ვრცელ თხრობით) ნაწარმოებს, რომელიც ხასიათდება დიდი საერთო-სახალხო და ეროვნული ისტორიული მოვლენების ასახვით, სიუჟეტისა და კომპოზიციის სირთულით, სიტუაციის, ეპიზოდებისა და პერსონაჟთა სიმრავლით. მისი ნიმუშებია ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“ და სხვ.

ახალი პოემა გვევლინება, როგორც ლექსად დაწერილი საშუალო ფორმის ეპიკური ნაწარმოები, რომელიც ხშირად ჭარბი ლირიკული აქცენტითაც ხასიათდება. ახალი პოემის ნიმუშებია: ბაირონისა და პუშკინის პოემები, ნ. ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“, ა. წერეთლის „გამზრდელი“ და სხვ.


წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები