პროზერპინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:44, 29 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროზერპინა(რომ.) მსხმოიარე სამყაროს ღვთაება, რომელსაც ლიბერასთან (ლიბერი) აიგივებდნენ. მოგვიანებით, როდესაც რომში გავრცელდა პერსეფონეს კულტი, მას პროზერპინა მიუსადაგეს. რომაელმა მწერლებმა პერსეფონესთან დაკავშირებული ყველა მითოსი უცვლელად გადმოიტანეს, ოღონდ სახელი შეუცვალეს ბერძენ ქალღმერთს და მას პროზერპინა უწოდეს.

ევროპულ ხელოვნებასა და მწერლობაშიც უფრო ხშირად ვხვდებით პროზერპინას სახელს (გოეთეს დრამა „პროზერპინა“. შელის პოემა „პროზერპინას სიმღერა“. პუშკინის ლექსი „პროზერპინა“ და სხვა).



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები