ლექსი პროზად
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:32, 31 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლექსი პროზად − პროზის ფორმით დაწერილი მხატვრული ნაწარმოები, რომელიც რიტმითა და ემოციურობით სალექსო მეტყველებას უახლოვდება.
ლექსი პროზად გავრცელებულია ქართულ მწერლობაში. ვ. ბარნოვის, ი. ეკალაძის, ჭ. ლომთათიძის და სხვათა ცალკეული ნაწარმოებები წარმოადგენენ ლექსებს პროზად.
მაგალითი:
და დააკერა შუბის წვერით ყორჩი მიწასა. ვიწვადეთ ხმალნი, სისხლში სცურავდნენ სპარსთ წინამძღვარნი. ბრძოლის ყიჟინა, აღბორგება ცასა სწვდებოდა. (ვ. ბარნოვი)