პროლოგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:37, 31 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროლოგი – (ბერძ. prologos, pro – წინა და სიტყვა), ლიტერატურული ნაწარმოების შესავალი ნაწილი, რომლის შემდეგ იწყება ძირითადი სიტუაციების გაშლა, სიუჟეტი. განსაკუთრებით გავრცელებული იყო ანტიკურ დრამაში. ძველბერძნულ თეატრში გადმოცემული იყო მოქმედების წინაამბავი. შუასაუკუნეების საეკლესიო დრამაში (მისტერია, მირაკლი, მორალიტე) პროლოგი წარმოდგენილი იყო ქადაგების ან ლოცვის სახით. აღორძინების ეპოქის თეატრში მას ხშირად იყენებდნენ დრამის შინაარსის გადმოსაცემად. პროლოგის თავისებური ხერხი იყო ლოა ესპანურ კომედიაში. ავტორების მიერ იგი გამოყენებული იყო, აგრეთვე, საკუთარი პოლიტიკური თუ ესთეტიკური შეხედულების გამოსახატად ან სხვა ავტორებთან პოლემიკის მიზნით, განსაკუთრებით მე-16-17 სს. თეატრში. პროლოგი ერქვა ალეგორიულ წარმოდგენას, რითაც იხსნებოდა საზეიმო სპექტაკლი. მე-19-20 სს. პროლოგი იქცა სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურული ნაწარმოებების, მათ შორის, პიესების შესავალ ნაწილად.

პროლოგი გვხვდება ეპიკურ თხზულებებშიც. მაგალითად, ცნობილია „ვეფხისტყაოსნის“ და მთელ რიგ სხვა თხრობით ნაწარმოებთა პროლოგი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები