რითმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:00, 31 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რითმა – (ბერძნ. rhythmos – თანაშეზომილება, შეთანხმება), ლექსის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, ერთი და იმავე ან მსგავს ბგერათა კომპლექსების კანონზომიერი განმეორება სალექსო ტაეპების ან მუხლების ბოლოს, ზოგჯერ დასაწყისშიც. რითმა ლექსის ბგერითი სისტემის ბგერწყობის, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, რომელიც, ამავე დროს, რიტმულ ერთეულებსაც აკავშირებსს ერთმანეთთან, ე. ი, გარკვეულ კომპოზიციურ ფუნქციასაც ასრულებს. რითმა არ არის ლექსი აუცილებელი კომპონენტი (მაგ. ანტიკური ლექსი ურითმო იყო; ამჟამადაც არსებობს ლექსის ურითმო სახეობა), მაგრამ შუა საუკუნეებიდან იგი ლექსის დიდმნიშვნელოვან მხატვრულ-გამომსახველობით ხერხად იქცა.

რითმის ძირითად სახეობათაგან აღსანიშნავია:

1. ბგერითი შედგენილობის მიხედვით:
ზუსტი და არაზუსტი რითმა. ზუსტი რითმა სარითმო ერთეულების სრულ იგივეობას გულისხმობს (მხარეში — სიმწუხარეში). ზუსტი რითმის ყველაზე სრული სახეა მაჯამა. არაზუსტ რითმაში სარითმო ერთეულები მთლიანად არ ემთხვევიან ერთმანეთს.

არაზუსტი რითმების სახეებია:
ა) ასონანსი, ბ) კონსონანსი, გ) დისონანსი, დ) არათანაბარმარცვლიანი ან არათანაბარმახვილიანი რითმა. როცა ერთი სარითმო ერთეული უგრძესია მეორეზე (ყურს — ფანდურს).

2. მარცვალთა რაოდენობის მიხედვით:
ა) ერთმარცვლიანი, ანუ ვაჟური რითმა (კვლავ — მკლავ)
ბ) ორმარცვგლიანი, ანუ ქალური რითმა (ბური — პური)
გ) დაქტილური რითმა (ტკბილისა — ალბილისა)
დ) ზედაქტილური რითმა (დაიფერა — დაიბერა).

3. ადგილმდებარეობის მიხედვით:
ა) გარეგანი რითმა, როცა გარითმულია ტაეპთა ბოლოები:


ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკბლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.
(გ. ტაბიძე).

ბ) შინაგანი რითმა – მუხლების ან ტერფების გარითმვა:


თამარ! შენ გიძნობ, ასულად გიცნობ: მზე დაუვალი,
შეუქმომფინარი!
(ჩახრუხაძე)

შინაგანი რითმა განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო კლასიკური ხანის ქართული სახოტბო პოეზიისა და ბესიკის შემოქმედებისათვის.

გ) შინაგან-გარეგანი რითმა – ტაეპში შემავალი ტერფებისა და მუხლების შერითმვა ტაეპის ბოლოსთან, ე. ი. შინაგანი რითმის შერწყმა გარეგანთან.


აჰხადეო ბადეო, თვალთა მიეც, ანდეო,
სცან ამ ლექსთა იგავი, თარგმნე, თუ გიყვარდეო
(დ. გურამიშვილი)

დ) თავრითმა, როცა გარითმულია ტაეპთა დასაწყისი.

რბილად მითხრიან სამარეს,
ტკბილად მიმღერენ ზარსაო.
(აკაკი).
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები