რომანი
რომანი – (ფრანგ.), დიდი ფორმის ეპიკური ჟანრი. XII-XIII საუკუნეებში ეწოდებოდა რომანულ ენებზე დაწერილ მოთხრობებს, იმ ნაწარმოებებისაგან განსხვავებით, რომლებიც ლათინურ ენებზე იწერებოდა.
რომანის ჟანრული თავისებურებების ჩამოყალიბება უკავშირდება აღორძინების ეპოქას კერძოდ, სერვანტესისა და რაბლეს სახელებს.
რომანი ხასიათდება ცხოვრების განვითარების პროცესის, მრავალმხრივი მოვლენების გაშლილი ასახვით, სიტუაციებისა და ეპიზოდების სიმრავლით, სიუჟეტისა და კომპოზიციის სირთულით, შედარებით მრავალრიცხოვანი ძირითადი პერსონაჟებითა და მათი ცხოვრების სრულად წარმოსახვით. იგი ეპოქის, ადამიანების განსახიერების ყველაზე ფართო მასშტაბის მქონე ჟანრს წარმოადგენს.
ზოგჯერ მწერლის ერთი რომანის გმირები მისივე სხვა რომანის პერსონაჟებიცაა, ე. ი. მოცემული გაქვს რომანების გარკვეული ციკლი, თანმიმდევრული გაგრძელება. ასეთ ნაწარმოებებს უწოდებენ დილოგიებს (ორ რომანს), ტრილოგიებს (სამ რომანს), ტეტრალოგიებს (ოთხ რომანს) და ა. შ. იმის მიხედვით, თუ რამდენი რომანია ერთ ციკლში გაერთიანებული. არის შემთხვევები, როდესაც მწერალი რომანების მთელ სერიას ქმნისს ერთი იდეურ-ესთეტიკური ჩანაფიქრის საფუძველზე (ბალზაკის „ადამიანური კომედია, ზოლას „რუგონ-მაკარები“…).
არსებობს რომანის რამდენიმე სახეობა: ისტორიული რომანი, ფილოსოფიური რომანი, სათავგადასაალო რომანი და ა. შ. რომლებიც ერთმანეთისაგან ძირითადად თემატიკით განსხვავდება.