სენტენცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:46, 1 აგვისტო 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სენტენცია (ლათ. sententia − დამრიგებლური აზრი, მსჯელობა), მხატვრული ფორმით გადმოცემული მორალური სიბრძნე, ზნეობრივი რჩევა-დარიგება. მაგალითად:
- ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა
სენტენციები დამახასიათებელია იგავ-არაკებისა და დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი ხასიათის სხვა ნაწარმოებებისათვის.