ქორე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:15, 4 აგვისტო 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქორე – ორმარცვლიანი ტერფი მეტრულ ლექსწყობაში, პირველი მარცვალი გრძელია, ხოლო მეორე მოკლე; ტონურსა და სილაბურ-ტონურ ლექსწყობაში კი პირველი მარცვალი მახვილიანია, მეორე უმახვილო (სქემა: _ ‿ ).
ქორე ქართული ლექსწყობის დამახასიათებელი ტერფია.