აბაზგები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:55, 18 სექტემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბაზგები – (ბერძ. Αβασγοί), ძველი აფხაზური ტომი. პირველად იხსენიებს არიანე ფლავიუსი (II ს.). იმ დროს აბაზგები აფსილების ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ. სახელწოდება „აბაზგი“ იმავე ფუძისაა, რაც „აფსილი“ (დიალექტურად გამჟღავნებული ფორმა). ამ სიტყვისაგან მომდინარეობს ქართული „აბხაზი“ – აფხაზი.