ისლამური რეჟიმები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:23, 24 სექტემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისლამური რეჟიმებიისლამის, როგორც პოლიტიკური ძალის აღმავლობამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ჩრდილო აფრიკის, აზიის ნაწილისა და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ არეალზე. ზოგ შემთხვევაში, გასამხედროებული ისლამური დაჯგუფებები არსებულ რეჟიმებს დაუპირისპირდნენ და XX საუკ. 70-იანი წლებიდან, მარქსიზმ-ლენინიზმით საყოველთაო იმედგაცრუების ფონზე, ჩაგრულთა ინტერესების დამცველებად ახლა საკუთარი თავი გამოაცხადეს. სხვა შემთხვევებში უკვე თავად რეჟიმები ყალიბდებოდა — ან სახეს იცვლიდა ― ისლამური იდეოლოგიის კვალად. 1932 წლიდან, ანუ სახელმწიფოდ გამოცხადების დღიდან, საუდის არაბეთი პირწშინდად ისლამურ ქვეყნა დრჩება; სპარსეთის 1979 წლის რევილუციის შედეგად, აიათოლა ჰომეინიმ (1900-1989) ირანის ისლამური რესპუბლიკა შექმნა და მოგვიანებით ამ მაგალითს სუდანმა და პაკისტანმაც მიბაძეს. ისლამის მეტად თავისებური და საკამათო ინტერპრეტაცია დაედო საფუძვლად. ისეთი ქვეყნის პოლიტიკას, როგორიცაა კადაფის ლიბია.

ოღონდ ეგაა, ისლამი არაა და არც არასოდეს ყოფილა მხოლოდ რელიგია. ის უფრო ცხოვრების წესია, რომელიც როგორც ადამინების, ისე სახელმწიფოების ეთიკური, პოლიტიკური და ეკონომიკური ქცევის ნორმებს განსაზღვრავს. „ისლამის გზა“ მუჰამედ მიციქულის (570-632) მოძღვრებას ეფუძნება, რომელიც ყურანშია გადმოცემული. მას, როგორც ღვთის გაცხადებულ სიტყვას, ყველა მუსლიმი მიაგებს პატივს; ისლამის მეორე საფუძველთა-საფუძველი „სუნაა“ (ანუ, „გატკეპნილი ბილიკი“), მართლმორწმუნე მაჰმადიანთა მიერ დაცული ადათ-წესების კონა, რაც, გადმოცემით, თავად მუჰამედის ცხოვრების წესიდან იღებს სათავეს. პოლიტიკური ისლამიიმგვარი თეოკრატული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად, სადაც პოლიტიკური თუ სხვა ნებისმიერი საკითხი უზენაესი რელიგიური პრინციპების და შესაბამისად იქნებოდა დარეგულირებული. თუმცა, პოლიტიკურმა ისლამმაც, დროთა განმავლობაში, სახე იცვალა და ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული ფორმები შეიძინა შეურიგებელი ფუნდამენტალიზმიდან, პოლიტიკურ პლურალიზმთან სავსებით შეთავსებად მოდელებამდე.


წყარო

პოლიტიკა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები