აბისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:02, 15 ოქტომბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბისი – სოფელი ქარელის რაიონში, მდინარეების ლოპანისწყლისა და ფრონის შესართავთან. აბისი პირველად იხსენიება 1633 წ., როგორც ავალიშვილების სამკვიდრო მამული. XVIII ს. 20-30-იან წწ. დაღესტნელ და ოს ფეოდალთა მოთარეშე რაზმებმა ააოხრეს. XVIII ს. ბოლოს ამირეჯიბის მფლობელობაში გადავიდა. XIX ს. ადმინისტრაციული დაყოფით შედიოდა გორის მაზრაში.