სტამნოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:28, 24 ოქტომბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

სტამნოსი – (ძვ. ბერძ. στάμνος), კრატერის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ნაირსახეობაა. ეს ფორმა ძვ. წ. VI ს. დასასრულიდან ვრცელდება და განსაკუთრებით ძვ. წ. V საუკუნისთვისაა დამახასიათებელი. სტამნოსი თავისებური კრატერია, რომელსაც დაბალი ყელი და მკვეთრად გამოყოფილი პირის „გვირგვინი“ აქვს. ოდნავ ზეაშვერილი П-ს მაგვარი ყურები ტანის ზედა ნაწილზეა დასმული (ტანი ადრეული სტამნოსისა კასრისებური მოყვანილობისაა, ხოლო უფრო გვიანდელი – კვერცხისებური ფორმისაა.





წყარო

ანტიკური არქეოლოგია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები