კნიდოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:42, 31 ოქტომბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კნიდოსი – (ძვ. ბერძ. Κνίδος), დორიელთა საპორტო ქალაქი მდებარე მცირე აზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კნიდოსის კონცხზე. მას სახელი გაუთქვა აფროდიტეს სალოცავმა, პრაქსიტელესის მიერ შექმნილმა ქალღმერთის ცნობილმა ქანდაკებამ და აქ არსებულმა საექიმო სკოლამ.