ვალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:51, 29 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვალა – (ინდ.) „გამოქვაბული“, ავსული, რომელმაც დემონურ არსებათა მიერ მოტაცებული ძროხები დაატყვევა გამოქვაბულში, საიდანაც ისინი ინდრამ და ანგირასებმა იხსნეს. ძროხებთან ერთად გამოქვაბულიდან ასევე დატყვევებული ნათელი გათავისუფლდა, ცისკრის ქალღმერთის, უშასის, სახით.