რიწის ტბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:25, 12 ნოემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რიწის ტბა

რიწის ტბა − (აფხ. Риҵа), ტბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის მარჯვენა შენაკადის იუფშარას ხეობაში, ზღვის დონიდან 884 მ სიმაღლეზე. რიწა საქართველოში ყველაზე ღრმა ტბაა (101 მ). იგი მთა ფშეგიშხის ჩამოქცევისა და მდინარე ლაშიფსას დაგუბების შედეგად გაჩნდა. რიწის სანაპიროები გარშემორტყმულია წიწვიანი და შერეული ტყეებით დაფარული მთის ფერდობებით, რის გამოც ის კავკასიაში ერთ-ერთ ულამაზეს ტბად ითვლება.






წყარო

ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან: აფხაზეთი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები