ზეფიროსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:46, 29 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზეფიროსი(ბერძნ.) დასავლეთის ქარი. თბილი და საამო ნიავის განსახიერება. ზეფიროსი ასტრეოსისა და ეოსის ძეა, ბორეასის (ჩრდილოეთის ქარის) ძმა. ჰომეროსის თანახმად, ზეფიროსი „ნეტართა კუნძულებზე“ ბინადრობს.

ზეფიროსმა ეჭვიანობის გამო მოკლა ჰიაკინთოსი. მას ჰარპია პოდარგესგან ეყოლა ჯადოსნური ცხენები, რომლებსაც შემდგომ აქილევსი ფლობდა.

პოეტები ზეფიროსს მშვიდი და საამო სიოს მნიშვნელობით იხსენიებენ თავიანთ ქმნილებებში.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები