ეგნატე და ვახტანგ ფიფიების ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ეგნატე და ვახტანგ ფიფიების ქუჩა – ქუჩა თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი (დიდუბე); რკინიგზიდან აკაკი წერეთლის გამზირამდე. წარმოიქმნა XIX ს. მიწურულს. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წლის შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ტრამვაის ქუჩა. 70-იან წლებში – ვლადიმერ ვორონინის. 1997 წლიდან ეგნატე ფიფიას და ვახტანგ ფიფიას სახელი ეწოდა.