ფხოვის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფხოვის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (ორბელიანთუბანი); ანატოლი სობჩაკის ქუჩიდან ანტონ ფურცელაძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის I ნახევარში. 1841 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ფოსტის ქუჩა, 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში კი – როგორც ნერსესოვის ქუჩა. 1925 წელს დაერქვა ფხოვის ქუჩა. შემონახულია XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლი.