ღრმაღელე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ღრმაღელე გლდანი-ნაძალადევის რაიონი. თბილისის ძვ. უბანი მტკვრის მარცხენა მხარეს, დიდუბესა და ავჭალას შორის, ახლანდელი ღრმაღელის ქუჩის მიდამოები. სახელწოდება მიიღო ჩახრამული რელიეფის გამო. ადრე აქ გადიოდა მშრალი ხევი, რომელიც დიდი წვიმების დროს ღელედ იქცეოდა. XX ს. 80-იან წლებში ღრმაღელე, დამტკიცებული პროექტის მიხედვით განაშენიანდა.