გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა
გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა – ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონი, თბილისის ერთ-ერთი უძველეს უბანში სოლოლაკში; თავისუფლების მოედნიდან ლადო ასათიანის ქუჩამდე.
წარმოიქმნა XIX საუკუნის 20-იან წლებში. 1841 წ. შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში შეტანილია როგორც განის ქუჩა. სავარაუდოა, რომ ამ ქუჩაზე ცხოვრობდა სენატორი განი (ჰანი). 1923 წელს ეწოდა ა. წერეთლის. 1959 წელს – გ. ტაბიძის სახელი. I984 წლიდან გალაკტიონის ქუჩა ერქვა. ამჟამად ისევ ტაბიძის ქუჩა ჰქვია. ძველ შენობათაგან აღსანიშნავია სახლი №22 (1883 წელი. არქიტექტორი ა. ზალცმანი). რომელიც ეკლექტიკური ხასიათისაა. ფასადებზე XIX საუკუნის ევროპული არქიტექტურის ელემენტები ოსტატურადაა შეხამებული ქართულ ეროვნულ მოტივებთან, №20 სახლში განთავსებულია კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლი“. რომლის შემადგენელი ნაწილია სმირნოვების საგვარეულო მუზეუმი ალექსანდრე – პუშკინის მემორიალი.