ბეგლარ ახოსპირელის ქუჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:48, 21 ნოემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეგლარ ახოსპირელის ქუჩა – ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ქვემო უბანი). ლადო გუდიაშვილის მოედნიდან ლადო ასათიანის ქუჩამდე. არსებობს ფეოდალური ხანიდან. ქუჩა აღნიშნულია ალექსანდრე პიშჩევიჩის მიერ შედგენილ თბილისის 1785 წლის გეგმაზე. 1867 წლის გეგმაზე მოღნინის ქუჩად იწოდება აქ მდებარე მოღნინის ღვთისმშობლის სომხური-გრიგორიანული ეკლესიის (1751) გამო. 1923 წელს ქუჩას ეწოდა ბეგლარ ახოსპირელის სახელი. ქუჩაზე, გასასვლელსა და ჩიხში შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები. აქვს 1 გასასვლელი, 3 ჩიხი.



წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები