ბაზალეთის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:48, 21 ნოემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბაზალეთის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ვაკის რაიონში (ვაკე); ილია ჭავჭავაძის გამზირიდან ირაკლი აბაშიძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 20-იან წლებში. 1925–1926 წლების ცნობათა წიგნში „მთელი ტფილისი“ შეტანილია ვაკის ახალი ქუჩების სიაში. თბილისის 1934 წლის გეგმის მიხედვით იწყებოდა ახლანდელი ქრისტეფორე არეშიძის ქუჩიდან (ყოფილი ბაზალეთის შესახვევი).