სოფელ ვანათის მაცხოვრის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:53, 1 დეკემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეკლესიის გეგმა

სოფელ ვანათის მაცხოვრის ეკლესია - X ს. - ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, წყობის ზოგიერთ რიგში ქართული აგურია გამოყენებული. ფასადების კუთხეები ამოყვანილია თლილი ქვის კვადრებით. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში თაღოვანი სარკმელია. ჩრდილოეთით და სამხრეთით მაღალი (220სმ) თაღოვანი, ღრმა ნახევარწრიული ნიშებია, რომლებსაც დატანებული აქვს თაღოვანი სარკმლები. ნახევარსფერულ კონქს თლილი ქვის ჰორიზონტალური სარტყელი აქვს. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ შემორჩენილია ქვის კანკელის ფრაგმენტები. ეკლესიის კამარა ნახევარცილინდრულია. კამარის საბრჯენი, ცენტრალური თაღი სამსაფეხურიანი პილასტრების იმპოსტებს ეყრდნობა, დასავლეთის თაღი კი კედლის შვერილებს. პილასტრების საშუალებით გრძივი კედლები ორ ტოლ ნაწილად იყოფა. კედლის თაღები პილასტრების პირველ საფეხურს ებჯინება.

Vanat2.png

ინტერიერი ნათდება აღმოსავლეთის სამი, დასავლეთის და სამხრეთის თითო თაღოვანი სარკმლით. კედლები შელესილი იყო მოსახატად. ჩრდილოეთის არქიტრავული შესასვლელი ამოშენებულია. სამხრეთი შესასვლელი თაღოვანია, რომელსაც ტიმპანის ქვა აქვს. ეკლესიის ყველა ფასადი სადაა. კარნიზი მარტივპროფილიანია. საბურავად გამოყენებულია კრამიტი. ეკლესიის კამარა ჩამონგრეულია. დასავლეთი კედლის ცენტრში ღრმა ბზარია; იატაკი აყრილია; დაზიანებულია საბურავი.





წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები