სოფელ ზემო სნკევის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:53, 3 დეკემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეკლესიის გეგმა

სოფელ ზემო სნკევის წმინდა გიორგის ეკლესია - IX-X სს. - ეკლესია მდებარეობს სოფლის სასაფლაოზე, ნუკრიაანთ უბანში. ნაგებია სხვადასხვა ზომის, მოწითალო, უხეშად თლილი ქვით. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია რიყის ქვით. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ძირში მასიური ტრაპეზის ქვაა. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით შეისრულთაღიანი ნიშებია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. კონქი ნახევარსფერულია. გრძივი კედლები სამსსაფეხურიანი პილასტრებით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. ნახევარცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი პილასტრების ცენტრალურ საფეხურს ეყრდნობა. ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლების თაღები პილასტრის გვერდით საფეხურებს ებჯინება. დასავლეთი კედლის თაღები კრონშტეინებს ეყრდნობა. სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებს ერთსაფეხურიანი კარნიზი გასდევს. დარბაზი ნათდება აღმოსავლეთის და დასავლეთის თაღოვანი სარკმლებით. დასავლეთის თაღოვანი შესასვლელი ამოშენებულია. სამხრეთის შესასვლელი შიგნით თაღოვანი, გარედან - არქიტრავულია, ოდნავ შეღრმავებული ტიმპანის ქვით.

ეკლესიის გეგმა

დასავლეთის კარის ორივე მხარეს მაღალი, თაღოვანი ნიშებია. ეკლესიის დასავლეთ სარკმელს შირიმის ქვები აჩარჩოებს. აღმოსავლეთ სარკმელს ორმაგი წარბი აქვს. წარბის ზემოთ ტოლმკლავა ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ეკლესიის ფასადები შელესილი ყოფილა. კარნიზი მარტივპროფილიანია. საბურავად გამოყენებულია კრამიტი. ეკლესიას სამხრეთიდან გეგმით სწორკუთხა მინაშენი აქვს. მინაშენის კედლების სიმაღლე 2-2,5 მეტრს აღწევს. მინაშენში შესასვლელი სამხრეთიდანაა კედლები დაბზარულია. ბათქაში მრავალ ადგილას ჩამოცვენილია, სახურავზე ამოსულია მცენარეები. ჩრდილოეთი ფასადი თითქმის პერანგშემოცლილია.



წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა





წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები