სოფელ ზემო ჭარების მთავარანგელოზის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სოფელ ზემო ჭარების მთავარანგელოზის ეკლესია - სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს მცირე ზომის დარბაზული ეკლესია, ნაგებია ფლეთილი ქვით. აღმოსავლეთის ნახევარწრიული აბსიდის ცენტრში გაჭრილია მცირე ზომის სარკმელი, რომლის ძირში, კედელს მიშენებული აქვს მასიური ტრაპეზი. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთი კედლის უკიდურეს, დასავლეთ ნაწილშია. დასავლეთი კედლის ცენტრის ზედა ნაწილში ვიწრო, პატარა სწორკუთხა სარკმელია. აბსიდის წინ ხის მასიური ფიცრებისაგან შეკრული კანკელი დგას. კამარა შეისრულია. კედლები და კამარა შელესილ-შეთეთრებულია. ფასადები ნაშენია ფლეთილი ქვით და შელესილია. ეკლესია გადახურულია შიფერით. კედლები დამსკდარია. კამარის სამხრეთ-დასავლეთი კუთხე ჩამონგრეულია.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა