სოფელ კეხვის წმინდა გიორგის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სოფელ კეხვის წმინდა გიორგის ეკლესია - სოფლიდან სამხრეთით 1 კმ-ზე მდებარე დარბაზული ეკლესია ჩრდილოეთი მინაშენით, ნაგებია შერეული მასალით - რიყის, ყორე და თლილი ქვით. იგი ძლიერ დაზიანებულია საერთოდ არ არსებობს დასავლეთი კედელის დანარჩენები კი 2 მეტრის სიმაღლესა შემორჩენილი. დარბაზს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდა აქვს. ძირითად სივრცესა და ჩრდილოეთის მინაშენს შორის კედელი-დანგრეულია. მინაშენი აღმოსავლეთით სწორკუთხად მთავრდება, ცენტრში კი თლილი ქვების ჩარჩოიანი სარკმელია. დარბაზის აბსიდში დგას ტრაპეციის ფორმის ქვის ტრაპეზი.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა
