აია-სოფიას ტაძარი
აია-სოფიას ტაძარი – ბიზანტიური არქიტექტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და დამახასიათებელ საკულტო არქიტექტურის ძეგლი, რომელიც 532-537 წლებში, იმპერატორ იუსტინიანეს დროს იყო აგებული კონსტანტინოპოლში, არქიტექტორების ანთიმოზისა და ისიდორეს მიერ.
წმინდა სოფიის ტაძარი გუმბათოვანი ბაზილიკაა. გეგმაში იგი წაგრძელებულ ოთხკუთხედს წარმოადგენს. დასავლეთ ნაწილში მოწყობილია განიერი ნარტექსი. სწორკუთხედის შუა ნაწილი გამოყოფილია ოთხი მძლავრი ბურჯით, რომლებზედაც აღმართულია უზარმაზარი (დიამეტრი 33 9), სფერული ფორმის გუმბათი. გუმბათის მზიდი კონსტრუქცია ორმოცი, რადიალურად განლაგებული წიბოსაგან შედგება. გუმბათის ქეედა ნაწილში განლაგებულია სარკმლების ღიობები. გუმბათი დგას ოთხ აფრაზე, რომლებიც მოთავსებულია საბჯენ თაღებს შორის.
გუმბათქვეშა სივრცეს დასავლეთიდან და აღმოსაელეთიდან ეკვრის ნახევეარცილინდრული ფორმის მქონე მოცულობები, რომლებშიც, მოწყობილია ორ-ორი მცირე ზომის აფსიდი. აფსიდები ღიობებით დაკავშირებულია ტაძრის .კუთხის სათავსებთან. ნახევარცილინდრული ფორმის მოცულობები მთავარ, გუმბათქვეშა მოცულობასთან ერთად ჰქმნიან ერთ მთლიან უზარმაზარ სივრცეს. შენობის ჩრდილოეთის და სამხრეთის ნაწილები სამ სართულადაა დანაწევრებული, ამ ნაწილებში მოთავსებული სათავსები არკადებითაა დაკავშირებული მთავარ მოცულობასთან.
ინტერიერის კედლები და სვეტები მარმარილოთია მოპიროკეთეაელი.: ინტერიერის მხატერულ გადაწყვეტაში ფართოდაა გამოყენებული მოზაიკა რომელიც უმეტესად ოქროს ფერის ფონზეა შესრულებული. ინტერიერს ცენტრალური სივრცის განათება ხდება 40 სარკმლის საშუალებით, რომლებიც გუმბათის ყელშია განლაგებული. ასეთი განათება განსაკუთრებულ სიმსუბუქეს ანიჭებს გუმბათს და იქმნება შთაბეჭდილება, რომ იგი ჰაერშია ჩამოკიდული.
ტაძრის გარე, მოცულობანი ძირითადად პასუხობენ შიგა სიგრცის სტრუქტურას. ფასადების მარტივი ფორმები ლაკონიურადაა გადაწყვეტილი და ისევე, როგორც ამ ეპოქის, ბიზანტიური არქიტექტურის სხვა ტაძრები მოკლებულია დეკორს, ტაძარი აგებულია დიდი ზომის გამომწვარი აგურით.
სურ. 2. ძლიერ სახეცვლილი ფორმის კორინთული სვეტები ნატიფი კაპიტელებით;
სურ. 3. საიმპერატორო კარიბჭის მოზაიკა – შარავანდედმოსილი ბიზანტიის იმპერატორი ლეონ VI ბრძენი მუხლს იყრის უფალ იესო ქრისტეს წინაშე; მოთავსებულია ტიმპანში, კარიბჭის თავზე;
სურ. 4. მეორე სართულის გალერეის დასავლეთი ნაწილი
მშენებლობის დამთავრებიდან რამდენიმე წელიწადში მიწისძვრამ ნაწილობრივ დააზიანა ტაძარი (ძირითადად გუმბათი), რომელიც მალევე აღადგინეს. 989 წელს მიწისძვრამ კვლავ მნიშვნელოვნად დააზიანა გუმბათი, რომელიც თავიდან ააგეს. იგი წინამორბედზე მაღალი იყო. კედლები გაძლიერდა კონტრფორტებით, რამაც ძველი იერსახე დაუკარგა ტაძარს.
1453 წლის 29 მაისს ტაძარი თურქებმა დაიპყრეს, პირწმინდად გაძარცვეს ის და უმოწყალოდ ამოხოცეს ქრისტიანი მლოცველები. მეორე დღეს მართლმადიდებლური ტაძარი მეჩეთად მოაქციეს. მოგვიანებით ტაძრის ირგვლივ ოთხი მინარეთი აღმართეს, ინტერიერს კი მიჰრაბი (სალოცავი ნიშა ისლამურ მეჩეთებში), მინბარი (კათედრა კიბითურთ იმამისთვის ან სხვა სასულიერო პირისთვის დიდ მეჩეთში, მიჰრაბის მარჯვენა მხარეს) და სხვა დეტალები დაამატეს. უნიკალური, მოოქროვილი მოზაიკით შესრულებული მართლმადიდებლური გამოსახულებები (ფრესკები) მოაცილეს ან მოხატული ბათქაშით დაფარეს. ბათქაში დროთა განმავლობაში იშლება და მოზაიკის ფრაგმენტები პირვანდელი სახით ჩნდება.

