მაკარია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:42, 30 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მაკარია – (ბერძნ.) ჰერაკლეს ერთადერთი ქალიშვილი, რომელიც უშვა დეიანირამ.
მაკარია ჰერაკლეს მითოსში გვიან გამოჩნდება: გადმოცემათა თანახმად, ორაკულის წინასწარმეტყველება ასეთი იყო: ბოროტი მეფე ევრისთევსი დამარცხდებოდა და ჰერაკლიდები დაბრუნდებოდნენ პელოპონესოსზე, თუკი ღმერთებს უძღვნიდნენ ადამიანურ მსხვერპლს. მაშინ მაკარიამ საკუთარი ნებით ისურვა სიკვდილი. ატიკაში, მარათონის მახლობლად, მიწის სიღრმიდან აღმომავალ წყაროს მაკარია უწოდეს.