სოფელ კულბითის წმინდა გიორგის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სოფელ კულბითის წმინდა გიორგის ეკლესია - გვიანი შუა საუკუნეები - სოფლის სამხრეთით 1 კმ-ზე დარბაზული მდებარე ეკლესია ძლიერ დანგრეულია. გადარჩენილია დასავლეთი კედელი, ჩრდილოეთი კედლის მცირე მონაკვეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხე. ინტერიერში აღმოსავლეთით კედელი ოდნავ მრგვალდება. დასავლეთი კედლის ცენტრში სარკმელია შემორჩენილი ეკლესია ნაშენია რიყისა და ფლეთილი ქვით.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა