სოფელ სვერის ზაქარწმინდის ნაეკლესიარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სოფელ სვერის ზაქარწმინდის ნაეკლესიარი - განვითარებული შუა საუკუნეები - ნაეკლესიარი მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთი 800 მ. ძეგლის კედლები დაფარულია მიწით და ზედ ამოსული მცენარეებით. შემორჩა ჩრდილოეთი კედლის დასავლეთი ნაწილი და დასავლეთი კედლის ფრაგმენტი. გარშემო მიმობნეულია კარგად დამუშავებული თაღის ქვები და კაპიტელი. კაპიტელს ორი პარალელური სწორკუთხა თარო და ერთი ირიბი ზოლი აქვს. ეკლესიის ბორცვს შემოუყვებოდა გალავანი. მისგან შემორჩა სამხრეთ-დასავლეთის მცირე ფრაგმენტი.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა