სოფელ ქემერტის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:07, 10 დეკემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეკლესიის გეგმა

სოფელ ქემერტის წმინდა გიორგის ეკლესია - ძეგლი მდებარეობს ოთიაანთ უბანში, სასაფლაოზე. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის უხეშად თლილი ქვებით, რომელიც შემდეგ შელესილია. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით. აბსიდის ცენტრში გაჭრილია მაღალი, თაღოვანი სარკმელი, რომლის ქვეშ ტრაპეზის ქვაა. ჩრდილოეთით თაღოვანი, ხოლო სამხრეთით - სწორკუთხა ნიშებია. კონქი ნახევარსფერულია. სატრიუმფო თაღი პილასტრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ ერთსაფეხურიანი – სოლეაა. ეკლესიის კამარა ნახევარცილინდრულია. კამარის საბრჯენი ორსაფეხურიანი თაღი, პილასტრებს ეყრდნობა. ინტერიერი მთლიანად შეთეთრებულია კირით. დარბაზი ნათდება აღმოსავლეთის, სამხრეთის ორი და დასავლეთის ერთი თაღოვანი სარკმლებით. იატაკი ხისაა. თაღოვანი შესასვლელები დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. ორივე შესასვლელის თაღი ნაოთხალია. თაღებში ტიმპანის ქვებია. დასავლეთის კარი ამოშენებულია. სამხრეთ შესასვლელის მარცხენა მაღალ კუთხეში, კედლის თაღოვან შეღრმავებაში მოთავსებულია ქვის კანკელის ფრაგმენტები. ქვები მოგვიანებით არის ჩადგმული. აქ გამოსახულია აყვავებული ჯვარი, გარშემოვლებული რვიანისებური წნულით. ჯვრის ოოხივე მკლავის კუთხეებში გეომეტრიული წნულისაგან შექმნილი მარყუჟებია. სამხრეთის ორივე სარკმელს მოჩუქურთმებული წარბები აქვს. სარკმლებს შორის ქვის ფილაზე ტოლმკლავა ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში ჩასმული ქვის ფილაზე რელიეფური სიუჟეტის ფრაგმენტია - წმინდანის გამოსახულებით. დასავლეთი ფასადის ცენტრში ერთ ღერძზეა შესასვლელი და ვიწრო თაღოვანი სარკმელი მოჩუქურთმებული წარბით. მათ შორის ქვის ფილაზე აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. დასავლეთი ფასადის კეხზე გვიან დაშენებული სამრეკლოა. სამრეკლო - ღია თაღოვანია. ჩრდილოეთი ფასადი გლუვია. ეკლესიას გარს უვლის "კბილანა: ლავგარდანი. საბურავად გამოყენებულია თუნუქი. ეკლესიას სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მინაშენები ჰქონდა. შემორჩენილია მინაშენების ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეების მცირე ნაწილები. ეკლესიის გარშემო გალავნის ფრაგმენტებია. ეკლესიას ეტყობა გვიანდელი შეკეთების კვალი. ფასადებზე ნალესობა ჩამოცვენილია. კამარა და კონქი დაიზარულია. იატაკი დაზიანებულია.


წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები