სოფელ ქვემო დმენისის მთავარანგელოზის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:39, 11 დეკემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გეგმა

სოფელ ქვემო დმენისის მთავარანგელოზის ეკლესია - ეკლესია ნაგებია დიდი ზომის კარგად თლილი, ღვინისფერი ქვის კვადრებით. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში მაღალი თაღოვანი სარკმელია. ჩრდილოეთით და სამხრეთით მცირე ზომის სწორკუთხა ნიშებია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კედლები შემორჩენილია 5-6 მეტრის სიმაღლეზე, სამხრეთი და დასავლეთი კი 3-4 მეტრს აღწევს. სამხრეთი შესასვლელი შიგნით თაღოვანი, გარედან - არქიტრავულია. აღმოსავლეთი სარკმლის თავზე ჩადგმულია ქვის ფილა, რომელზეც ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ჯვარს გარს შემოუყვება ვაზის სტილიზებური ორნამენტი. ეკლესიას დასავლეთიდან და სამხრეთიდან მინაშენები ჰქონდა, რომლისგანაც მხოლოდ შემორჩენილი. ფრაგმენტებია ეკლესიის ტერიტორია სავსეა ჩამონაშალი ქვით.


წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები