სოფელ ყლარსის მიქელ-გაბრიელის ეკლესია
სოფელ ყლარსის მიქელ-გაბრიელის ეკლესია - გვიანი შუა საუკუნეები - ძეგლი მდებარეობს სოფლიდან ჩრდილოეთით 2-3 კმ.-ზე ტყეში. დარბაზული ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ქვით. გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს. აღმოსავლეთით დასრულებულია - ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვაა. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით სწორკუთხა ნიშებია. კონქი ნახევარსფერულია, თაღი აბსიდის სატრიუმფი მხრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ მასიური ბუნის ქვაა. ეკლესიის კამარა ნახევარცი ლინდრულია. სამხრეთ კედელს ურთსაფეხურიანი ხარისხი მიუყვება. სამხრეთი შესასვლელი ძლიერ დაზიანებელია. ინტერიერი სავსეა მიწითა და ჩამონაშალი ქვით. ეკლესიის კედლები ჩამალულია დიდი ზომის მცენარეებში და ეკალ-ბარდებში. დასავლეთიდან და სამხრეთიდან შემორჩენილია მინაშენის ჩამონგრეული კედლები. ეკლესიას გარშემო გალავანი შემოუყვება, რომლის სიმაღლე 1-2 მეტრს აღწევს. ძეგლი ძლიერ არის დაზიანებული.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა