სიმონიანი რაირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:57, 15 დეკემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაირი სიმონიანი

რაირი გევორქის ძე სიმონიანი – (01.01.1919-29.06.2000), სომეხი გენერალ-მაიორი (1970).

დაიბადა ტფილისის გუბერნიის, ბორჩალოს მაზრის სოფ. კუშ- ჩიში, გლეხის ოჯახში. დაამთავრა მოსკოვის ქვეითი სასწავლებელი.

1939 წლიდან მსახურობდა მსროლელი ოცეულის მეთაურად (ქ. უმანი, უკრაინის სსრ).

1940 წლის ივნისში ჩაირიცხა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიის მსმენელად (დაამთავრა 1952 წელს).

(1941-1945) წლების სსრკ დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე დაინიშნა ბატალიონის შტაბის უფროსად.

1942-1943 წლებში მოღვაწეობდა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში.

1943 წელს მონაწილეობდა კურსკის ბრძოლაში. 1944 წელს იყო რა შტაბის ოფიცერი, მონაწილეობდა ბელორუსიის ფრონტის შეტევითი ოპერაციების განხორციელებაში.

1945 წელს მას ვადაზე ადრე 26 წლის ასაკში მიენიჭა პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება, ხოლო 1950 წელს, 31 წლის ასაკში პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1956 წელს გახდა კ. ვოროშილოვის სახ. გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის მსმენელი. აკადემიის დამთავრების შემდეგ, მსახურობდა ერთ-ერთი სამხედრო ოლქის შტაბის უფროსის მოადგილედ.

1960-1968 წლებში მსახურობდა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიის ერთ-ერთი კათედრის გამგედ. მინიჭებული ჰქონდა სამხედრო მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (1968) და პროფესორის (1970) წოდება.

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო 2 წითელი დროშის, სამამულო ომის I და II ხარ., 2 წითელი ვარსკვლავის, სსრკ შეიარაღებულ ძალებში სამსახურისათვის III ხარ. ორდენებით. მიღებული ჰქონდა პოლონეთის მამაცთა ჯვარი.

წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები