თბილისის საამირო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:57, 15 დეკემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის (ანუ ქართლის) საამირო, საქართველო­ში არაბების მიერ შექმნილი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერ­თე­ული. არსებობდა 736-1122 წლებში.

თბილისის მიდამოების გარდა თბილისის საამირო თავდაპირველად მოიცავდა ქვემო ქართლის ნაწილსაც – კერძოდ, მდ. მტკვრის ხეობას მცხეთის სამხრეთით ხრამის შესართავამდე. მის ფარგლებში მოქცეული იყო მდინარეების: დებედის (ქვემო წელის), ბოლნისისწყლის, მაშავრისა და შავწყაროსწყლის ხეობები, აგრეთვე მდ. მტკვრის შუა წელის აუზი მცხეთიდან ლიხის ქედამდე და თრიალეთის ქედიდან კავკასიონის ჩრდილო, გვერდით ქედამღე. მის ფარგლებში შედიოდა საკუთრივ შიდა ქართლი და დვალეთი (მდ. არღონის ზემო წელის აუზი, ამჟამად ჩრდილოეთი ოსეთი, ცენტრი – უფლისცისე).


წყარო

საქართველოს გეოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები