დიდი რიწა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:23, 17 დეკემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიდი რიწა – ტბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ბზიფის აუზის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ლაშიფსე-იუფშარის ხეობაში, ზღვის დონიდან 884 მ. სიმაღლეზე. მდინარე ლაშიფსეს გარდა ტბაში ჩაედინება 5 მდინარე, ხოლო გამოედინება ერთადერთი – იუფშარა. ეს უკანასკნელი ტბიდან 500 მ-ის გავლის შემდეგ მიწისქვეშ იკარგება და 2 კმ შემდეგ კელავ ზედაპირზე გამოდის.

დიდი რიწა წარმოიშყა 250-300 წლის წინ გაგრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე მდებარე მთა ფშეგიშხის კირქვული მასივის ჩამოქცევით მდინარე ლაშიფსეს ხეობაში. რიწა ყველაზე ღრმა ტბაა საქართეელოში, მისი მაქსიმალური სიღრმე 101 მ-ია. ტბის სარკის (ზედაპირის) ფართობი 103-ჯერ აღემატება მისი წყალშემკრები აუზის ფართობს. იმის გამო, რომ ტბა ღრმაა, ზამთარში წყლის მასა ინარჩუნებს სითბოს.

წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები