სოფელ ქვემო აჩაბეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:09, 22 დეკემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დასავლეთ კედლის ფრაგმენტი

სოფელ ქვემო აჩაბეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია - ადრე შუა საუკუნეები - მცირე ზომის ეკლესია დგას სოფლის სასაფლაოზე, ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით, რომელიც შემდეგ შელესილია. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით. აბსიდის ცენტრში გაჭრილია ვიწრო სარკმელი. სარკმლის ქვეშ დგას ხის, ტრაპეციის ფორმის ტრაპეზი. სამხრეთით ერთი სწორკუთხა, ხოლო ჩრდილოეთით - ერთი სწორკუთხა და ერთი თაღოვანი ნიშა. აბსიდა დარბაზისაგან გამოყოფილია შვერილებით, რომელთაც სატრიუმფო თაღი ეყრდნობა. საკურთხევლის წინ მოწყობილია ხის კანკელი. კანკელი მოხატულია. ეკლესიის კამარა შეისრულია. მთელი ინტერიერი შელესილ-შეთეთრებულია. ინტერიერი ნათდება აღმოსავლეთის, სამხრეთის და დასავლეთის სარკმლებით. იატაკი მოგებულია ქართული აგურის ფილებით. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი ნაოთხალია. აღმოსავლეთი ფასადის ქვედა ნახევარი ოდნავ წინ გამოწეულია. ზედა შედარებით ვიწროა. დანარჩენი ფასადები გლუვია. კარნიზი ქართული აგურისაა. საბურავად გამოყენებულია კრამიტი. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტები. ეკლესიის იატაკი მრავალ ადგილას აყრილია; ბათქაში ჩამოცვენილია. ნიშები დაზიანებულია; საბურავი მოშლილია.



წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები