სოფელ შუა მოხისის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სოფელ შუა მოხისის ეკლესია - განვითარებული შუა საუკუნეები - ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით, სქელ დუღაბზე. კედლები შემორჩენილია 1 მეტრის სიმაღლეზე, ზოგან უფრო ნაკლები. ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით. ჩრდილოეთით აბსიდის ნიშის კვალია. ჩრდილოეთით შემორჩენილია პილასტრის მხრის ნაწილი და სამხრეთი შესასვლელის მარჯვენა წირთხლის ქვედა ნაწილი. ფასადებზე შემოცლილია პერანგი. ტერიტორია სავსეა ჩამონაშალი ქვით.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა