ქაფშია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:37, 6 იანვარი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქაფშია ანუ ქამსა – Engraulis engramsicholus L

ტიპი:ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ქაშაყისნაირნი
ოჯახი: ქაფშიასებრნი

თევზი ქაფშიების ოჯახიდან. ქერცლების განივ მწკრივთა რაოდენობა 41-50-ია. ლაყუჩის პირველ რკალზე 58-77 ჩხირია. მალების რიცხვი 58-77-ია. სხეული (თავის გარდა) წვრილი ქერცლებითაა დაფარული. მუცლის ტროპი არა აქვს. ყბები წვრილი კბილებითაა აღჭურვილი. დინგი ოდნავ წინაა გამოშვერილი. მუცლის ფარფლები ზურგის ფარფლების დასაწყისის ვერტიკალის წინ მოდის; მუცლის ფარფლის ფუძე ზურგის ფარფლის ფუძის ვერტიკალის ქვეშაა. აზოვის ზღვაში სარეწაო ზომა 6,5 სმ-ია (კუდის ფარფლის შუალედური სხივების ბოლომდე). ქაფშია სიგრძით 16 სმ-ს, ზოგჯერ 20 სმ-ს აღწევს. სიცოცხლის ხანგრძლიობა სამ წელს არ აღემატება. სქესობრივად პირველ წელსავე მწიფდება.

გავრცელება

ქაფშიები მოიპოვებიან ატლანტის ოკეანის ევროპულ სანაპიროებში: ხმელთაშუა, აზოვის და, იშვიათად, ბალტიის ზღვის დასავლეთ ნაწილში.

ბიოლოგია და სარეწაო მნიშვნელობა

შავი ზღვის ქაფშია ზღვის მკვიდრი მობინადრე თევზია. ის დიდი რაოდენობითაა გავრცელებული შავი ზღვის, კავკასიის, ყირიმისა და დასავლეთ სანაპიროებში. ქაფშია გვხვდება აგრეთვე ანატოლიის სანაპიროებსა და ბოსფორის სრუტის მიდამოებში. შავი ზღვის ქაფშიას ტიფობა (წყლის ტემპერატურის − 17,5°-დან 28°-მდე და მარილიანობის 12-18% -მდე) მაისიდან სექტემბრის ბოლომდე გრძელდება.

შავ ზღვაში ქაფშიას შემოდგომიდან გაზაფხულამდე იჭერენ.

ქაფშია მეტად ცხიმიანი (მსუქანი) თევზია, მაგრამ მისი სიმსუქნე სეზონების მიხედვით ძლიერ ცვალებადია. შემოდგომაზე (ოქტომბერი) ქაფშია ცხიმს 29,6%/.-მდე შეიცავს, გაზაფხულზე და ზაფხულში (ივნისი) 7,1%/-მდე ეცემა. ქაფშიებს თითქმის მთლიანად ამარილებენ.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები