ქაფშიების ოჯახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქაფშიების (ქამსების) ოჯახი – Engraulidae

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანები
რიგი: ქაშაყისნაირნი
ოჯახი: ქაფშიასებრნი


თევზების ოჯახი ქაშაყისნაირთა რიგისა. ლაყუჩის პირველ რკალზე 58-77 ჩხირია. მალების რიცხვი 43 47-ია.

სხეული, გარდა თავისა, დაფარულია წვრილი და ადვილად ცვენადი ქერცლებით. ტანი სიგარისებურად წაგრძელებული და დაბალია. პირი ძლიერ დიდი აქვს და ნახევრად ქვედაა. ზედა ყბის ძვლის უკანა გრძელი ბოლო ლაყუჩის წინა სახურავს სცილდება. დინგი წინ წამოშვერილია. თავი გვერდებიდან შებრტყელებულია. მუცლის ტროპი არა აქვს. ქვედა ყბა გრძელი და ვიწროა, ყბებზე წვრილი კბილებია განლაგებული. მუცლის ფარფლების ფუძე ზურგის ფარფლის დასაწყისის ვერტიკალის ოდნავ წინ არის მოთავსებული. გვერდითი ხაზის ორგანო არა აქვს. ქერცლების განივ მწკრივთა რიცხვი 41-50-ია. ზურგის ფარფლი მუცლის ფარფლის ვერტიკალის პირდაპირაა მოთავსებული.

გავრცელება

გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზღვებში, ნაწილობრივ ზომიერი ზონის ზღვებში; შავ, აზოვისა და იაპონიის ზღვებშია, რომელიც ერთი გვარით და ორი სახითაა წარმოდგენილი. საქართველოს ფარგლებში (შავ ზღვაში) მხოლოდ ერთი გვარი და ერთი სახეა გავრცელებული.

წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები