სოფელ სარიტათას ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:19, 21 იანვარი 2026-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩუქურთმიანი ფილის ფრაგმენტი

სოფელ სარიტათას ეკლესია - გეგმით სწორკუთხა ნაგებობა დარბაზული ტიპისაა. აღმოსავლეთიდან დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით. საკურთხეველში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი, რომლის ორსავე მხარეს თითო, მაღალი გეგმით ნახევარწრიული, თაღოვანი - ნიშია. კამარა ჩამონგრეულია. კონქზე დაშენებულია კედელი, რომელშიც არქიტრავული სარკმელია დატანებული. დასავლეთ კედელზე შემორჩენილია წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრი. ეკლესია ნაშენია ფლეთილი ქვით. მარკანტულ ნაწილებში გამოყენებულია კარგად დამუშავებული შირიმის ქვა. აღმოსავლეთ კედლის ფასადზე ჩატანებულია მოჩუქურთმებული კვადრები. ძეგლს დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. ჩუქურთმიანი ქვების სხვადასხვა ფრაგმენტები უსისტემოდაა ჩალაგებული კედლებში.







წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები