წვერანის გვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:19, 21 იანვარი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წვერანის გვარი – Barbus cuvier 1817

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი

თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა. ოთხი ულვაში აქვს, ერთი წყვილი პირის კუთხეებშია, მეორე – დინგის წვეროზე. ხახის კბილები სამმწკრივია: 2.3.5 – 5.3.2 ან 2.3.4 – 4.3.2. პირი ქვედა, ნახევრადმთვარისებური. ქვედა ყბა, ჩვეულებრივ, რქოვან საფარველს მოკლებულია. ტუჩები კარგადაა განვითარებული. დინგი წაგრძელებულია, თვალის წინამდებარე ძვალი წაგრძელებულია. ქერცლი საშუალო ზომისაა, ან წვრილი, ანალურ მიდამოში გადიდებული არ არის. ზურგის ფარფლი მოკლეა, მუცლის ფარფლების ზემოთაა მოთავსებული და მასში III – V 7-9 სხივია. ნაწლავის მილი მოკლეა. ის სხეულის სიგრძეში 1,5 – 3-ჯერ თავსდება. მუცლის აპკი თეთრი ან მურაა (მაგრამ შავი არ არის).

გავრცელებულია დასავლეთ, შუა და სამხრეთ ევროპაში, კავკასიაში. მცირე აზიაში, სირიაში, ირანში, თურქმენეთში, აფრიკაში და სხვ.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები