ზღვის ენების ოჯახი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:10, 29 იანვარი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ზღვის ენების ოჯახი − Soleidae
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი:კამბალასნაირნი
ოჯახი:ზღვისენისებრნი
თევზები კამბალასნაირთა ოჯახისა. სხეული წაგრძელებული ფორმისაა. თვალები სხეულის მარჯვენა მხარეზე აქვთ. ლაყუჩის წინა სახურავს თავისუფალი კიდე არა აქვს და ის მთლიანად კანითა და ქერცლითაა დაფარული. ზღვის ენები ეკვატორული და ტროპიკული ზღვების მკვიდრებია.