კალკანების გვარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:48, 29 იანვარი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კალკანების გვარი − Rombus.
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი:კამბალასნაირნი
ოჯახი:კალკანისებრნი, რომბისებრნი
სხივფარფლიანი თევზების გვარი კალკანისებრთა ოჯახისა. ქერცლი არა აქვს. კანში მახვილი ძვლოვანი ქიცვები, გამობერილი (გამოზნექილი) ფუძით აქვს დაფარული, თვალები მარცხენა მხარეზეა. პირი დიდია. გვერდითი ხაზი მკერდის ფარფლს უვლის, მასში 85-86 ხვრელია.
გავრცელებულია შავ ზღვასა და მის სანაპიროებში. კალკანის ცალკეული ეგზემპლარები აზოვის ზღვის სამხრეთ ნაწილში იჭრებიან; გვხვდებიან ბოსფორში, ადრიატიკის ზღვაში და ხმელთაშუა ზღვის აღმოსაგლეთ ნაწილში.