ზუთხების გვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Acipenser fulvescen

ზუთხების გვარი – Acipenser Linnaeus, 1758

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანნი
გვარი: ზუთხისნაირნი
ოჯახი: ზუთხისებრნი

თევზების გვარი ზუთხისებრთა ოჯახისა. ლაყუჩთა აპკები მიმაგრებულია ლაყუჩთაშორის შუალედებზე, რომლებიც თავისუფალ ნაოჭს არა ჰქმნიან. პირის ხვრელი განივი და ზომიერი სიგრძისაა. დინგი კონუსისნაირი ან ხმლისებურად წაწვეტებულია. ულვაშების ჟრილი ცილინდრული ფორმისაა. სასაკვვადრატული რკალის ცენტრალური ხრტილი მრგვალი ელე- მენტებისაგან შედგება. დანარჩენი ნიშნები ისეთია, როგორც სვიასი. იგი შეიცავს 18 სახეობას და გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, არალის, კასპიის, შავი და ადრიატიკის ზღვებში. საქართველოს ფარგლებში გვხვდება 6 სახეობა.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები